მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ხვალ თავისუფლების მოედანზე ნაცვლად 16:00 საათისა, 19:00 საათზე დაიწყებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„დაგეგმილი გვქონდა, რომ ღონისძიება ჩატარებულიყო 16:00-ზე, მაგრამ ძალიან ბევრმა თბილისელმა მოგვმართა თხოვნით, რომ ეს ემთხვევა სამუშაო საათებს და სამწუხაროდ ისინი ამის გამო ვერ ახერხებენ დასწრებას, ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ხვალინდელი ღონისძიება ნაცვლად 16:00 საათისა დაიწყოს 19:00-ზე“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
უახლესი