დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული ლოგისტიკური კომპანია SKYLOG ჩინური სატრანსპორტო კომპანია Shenzhen Shinekoo Supply Chain Co.,Ltd-ის ექსკლუზიური პარტნიორია

ქართული ლოგისტიკური კომპანია SKYLOG ჩინური სატრანსპორტო კომპანია Shenzhen Shinekoo Supply Chain Co.,Ltd-ის ექსკლუზიური პარტნიორია

26-06-2024 15:39:00

ქართული ლოგისტიკური კომპანია SKYLOG დღეიდან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სატრანსპორტო კომპანია Shenzhen Shinekoo Supply Chain Co.,Ltd-ის ექსკლუზიური პარტნიორია. 

როგორც SKYLOG-ში განმარტავენ, აღნიშნული შეთანხმება ჩინეთიდან საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით ერთობლივი LCL/FCL (საზღვაო) ტვირთების ტრანსპორტირებას გულისხმობს.

Shenzhen Shinekoo Supply Chain Co.,Ltd მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მომხმარებელს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტირებას სთავაზობს. 

SKYLOG-სა და Shenzhen Shinekoo Supply Chain Co.,Ltd-ს შორის თანამშრომლობა კი გაზრდის საზღვაო ტვირთნაკადებს და ქართულ კომპანიას შესაძლებლობა მიეცემა მომხმარებელს შესთავაზოს  ტვირთების სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირება და რაც მთავარია კონკურენტუნარიანი ტარიფებით. მომხმარებლებისთვის შეთავაზებულია ასევე სასაწყობე მომსახურება ჩინეთსა და საქართველოში, პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა საჭირო სერვისები.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები