Galt & Taggart-ის 12–16 აგვისტოს კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე, წინა კვირასთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოს ბანკის და თიბისის აქციების ფასები. საქართველოს კაპიტალის აქციების ფასი კვირის ჭრილში თითქმის არ შეცვლილა.
კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 43.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.51% წინა კვირასთან შედარებით და -4.41% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 227 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.80 - 43.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.57% წინა კვირასთან შედარებით და -0.65% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 397 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.45 - 31.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 93 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.06 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.60% წინა კვირასთან შედარებით და -9.86% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 390 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.46 - 10.46 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 99 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა