"საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია“, - აცხადებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე. როგორც ცნობილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციებმა გაუფასურება დაიწყო.
ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, ქართული კომერციული ბანკების მდგრადობაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას.
„დღეის მდგომარეობით ქართული ბანკების სიმყარეს ცალსახად განაპირობებს მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებელი, რეზერვების მაღალი დონე და ლიკვიდურობის მაღალი მაჩვენებლები და ასევე აქტივების მაღალი ხარისხი, რომელსაც ფლობენ კომერციული ბანკები. ქართული ბანკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მომხმარებლების მომსახურებას და ძალიან გამიჭირდება ჯერჯერობით რაიმე შეფასება გავაკეთო. საქართველოს საბანკო სექტორი არის სტაბილური და აგრძელებს განვითარებას და დღეის მდგომარეობით მეტი კომენტარის გაკეთება ცოტა გამიჭირდება“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
უახლესი