საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აქტიურ რეჟიმში ახორციელებს ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის, ქალაქ ქარელში გამავალი 7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ84 - კმ90) პერიოდული შეკეთების სამუშაოებს.
პერიოდული შეკეთების სამუშაოები ითვალისწინებს: ასფალტის საფარის, ზღუდარების, ბოწკინტების და რკინა-ბეტონის მილების განახლებას; კიუვეტების მოწყობას; ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების მოასფალტება, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მლნ. ლარია.
უახლესი