დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ქალაქური“ არაქისის კარაქის წარმოებასა და ჩირის ხაზის დამატებას გეგმავს

„ქალაქური“ არაქისის კარაქის წარმოებასა და ჩირის ხაზის დამატებას გეგმავს

28-10-2024 16:00:00

კომპანია „ქალაქური“ არაქსის კარაქის წარმოებასა და ჩირის ხაზის დამატებას გეგმავს,- ამის შესახებ  Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა მურად ღოღაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიის მფლობელობაში არსებული ნატახტარში მდებარე ქარხნის საწარმოო ხაზის გადაიარაღება მიმდინარეობს.

„დაახლოებით 20 დღეში არაქისის კარაქისა და ტყლაპის წარმოებას ვიწყებთ და მალევე აღნიშნული პროდუქცია სავაჭრო დახლებზე გამოჩნდება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

„ქალაქურის“ ახალი საწარმო სუბსიდირებული სესხით აშენდა. ჯამში საწარმოს მშენებლობასა და გადაიარაღებზე მილიონ ლარამდეა დახარჯული.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანია ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების მიხედვით 60%-იანი ნიშა უკავია.

„ქალაქური“ ადგილობრივ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და დაახლოებით 40-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს. კომპანია საწარმოს ფლობს წეროვანში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები