კაკაოს ძვირდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე 1 ტონა კაკაოს ღირებულებამ 3760 ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა და ვაჭრობის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. ამას ICE Futures ბირჟის მონაცემები მოწმობს.
მარტის კაკაოს ფიუჩერსები ტონაზე უკვე 3,748 ფუნტი სტერლინგი ღირს (+0,83%).
საქონლის ფასები იზრდება მიწოდების დეფიციტის და კაკაოს გლობალური წარმოების შემცირების ფონზე. კოტირებას სუსტი ფუნტიც აძლიერებს. იანვარში ბრიტანული ვალუტა საშუალოდ $1,26-მდე დაეცა.
უახლესი
7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა