დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
KABA-მ ახალი ფილიალი გახსნა

KABA-მ ახალი ფილიალი გახსნა

23-09-2024 13:00:00

თბილისში, ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდის KABA-ს კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს KABA-ს სტრატეგიისა და ოპერაციების მენეჯერმა კოკი გახარიამ განუცხადა.

KABA-ს ახალი ფილიალი „თბილისი მოლში“ 20 სექტემბერს გაიხსნა. როგორ კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, მათ ამ ფილიალში ბრენდის ახალი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოადგინეს. 

„KABA, როგორც ბრენდი 15 წელია ოპერირებს და რამდენჯერმე გაიარა რებრენდინგი. კომპანია, როგორც საოჯახო ბიზნესი 25 წელია არსებობს და 30-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 2024 წელს ვგეგმავთ სიახლეებს, რასაც მომხმარებელს ეტაპობრივად ვაცნობებთ“, - ამბობს კოკი გახარია.

KABA ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია ოთხი მაღაზიით: პეკინზე, „გალერია თბილისში“(რამდენიმე დიზაინერთან ერთად) და ბათუმი მოლში. ბრენდი ფლობს საწარმოს, რომელიც თბილისში, აკაკი ბაქრაძის 15 ნომერში მდებარეობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები