დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
KABA ირლანდიის ბაზარზე შედის

KABA ირლანდიის ბაზარზე შედის

30-10-2024 14:00:00

ტანსაცმლის ქართული ბრენდი KABA ირლანდიის ბაზარზე შედის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს.

 „ძალიან მნიშვნელოვანი სექტემბრის თვე ჰქონდა ქართული ტანსაცმლის ბრენდ KABA-ს , რადგან 3 საერთაშორისო გამოფენაზე ვიყავით წარმოდგენილები. კერძოდ, ესპანეთში momadmadrid-ზე, WHO’S NEXT- ზე პარიზში და TRANOI TOKYO-ზე იაპონიაში.

კომპანია ექსპორტის მიმართულებით აქტიურად განაგრძობს მუშაობას. აღნიშნული გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია ბრენდისთვის“, - აცხადებს KABA-ს მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი ემა გოგოხია. 

მსი ინფორმაციით, კომპანიამ დაამყარა ახალი კონტაქტები როგორც ადგილობრივ სავაჭრო პალატებთან, ასევე ბაიერებთან.

 „ გამოფენიდან-გამოფენამდე მატულობს დაინტერესება ქართულ წარმოებასთან მიმართებით. აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკება, რომ საბოლოო საექსპორტო კოლექცია შეირჩეს და გაიგზავნოს ირლანდიაში“, - აცხადებს KABA-ს მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი.

 KABA-ს მომხმარებლების 10%-ს უცხოელები შეადგენენ, შესყიდვების 90% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის.

 KABA, როგორც ბრენდი 15 წელია ოპერირებს და რამდენჯერმე გაიარა რებრენდინგი. კომპანია, როგორც საოჯახო ბიზნესი 25 წელია არსებობს და 30-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

 KABA ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია ოთხი მაღაზიით: პეკინის 19-ში, „გალერია თბილისში“ (რამდენიმე დიზაინერთან ერთად) „თბილსი მოლსა“ და „ბათუმი მოლში“. ბრენდი ფლობს საწარმოს, რომელიც თბილისში, აკაკი ბაქრაძის 15 ნომერში მდებარეობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები