ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2022 წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესში ცვლილებები შეიტანა.
განხორციელებული ცვლილების შედეგად მეწარმე სუბიექტი, რომელიც ბიუროსგან განსხვავებით მხოლოდ შეაგროვებს, დაამუშავებს და გასცემს პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - პლატფორმა დაერქვა.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმა არ შეინახავს საკრედიტო ინფორმაციას და მას არც სესხის გამცემი ორგანიზაციები მიაწვდიან სავალდებულო წესით შესაბამის მონაცემს. საკანონმდებლო მოთხოვნების გათვალისწინებით, პლატფორმა უფლებამოსილია პირის თანხმობის შემთხვევაში, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან მიიღოს, დაამუშაოს და მესამე პირს გადასცეს ამავე პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო ინფორმაცია და სხვა რელევანტური მონაცემი.
ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს პლატფორმის რეგისტრაციის მოთხოვნები, ასევე რეგულირებისა და ზედამხედველობის პრინციპები, 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში დარეგისტრირდა პირველი საკრედიტო საინფორმაციო ბიურო-პლატფორმა - შპს "ჯეოფინტეკი".
საქართველოს ეროვნული ბანკი, რეგულირების ლაბორატორიის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე პლატფორმად დარეგისტრირების შესაძლებლობას სთავაზობს, მათი ფინანსურ ტექნოლოგიური პროექტების განხორციელების მიზნით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ.ფოსტაზე - innovations.office@nbg.gov.ge.
უახლესი
31 წუთის წინ
Snacky ასორტიმენტს აფართოებს და გაყიდვებს ზრდის15 საათის წინ
ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა17 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა17 საათის წინ
„ვილა მოსავალი“ ბაზარზე ახალ პროდუქტს გამოიტანს