საქართველოში მყოფი ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი ქართველ შეფ-მზარეულებს შეხვდა. ის საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება. სტუმრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა.
"ჯეიმი ოლივერის დონის მსოფლიო კულინარიის ვარკვლავის სტუმრობა არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს გაატრონომიის სფეროსთვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ მასშტაბის პროფესიონალის მასპინძლობა, არა მხოლოდ გასტრონომის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება ქვეყანას, არამედ ძალიან დიდ როლს ითამაშებს საქართველოს გასატრონომიული ტურიზმის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიაზაციაში, გაზრდის ქართული კულინარიის ცნობადობას მსოფლიო ბაზარზე , რაც თავის მხრივ უდიდესი ხელშემწყობი ფაქტორია საქართველოს გასტრონომიული კულტურის და ტურიზმის განვითარებისთვის"- განაცხადა გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა თამარ სიხარულიძემ.
ცნობილი შეფ-მზარეული უგემრიელეს ქართულ კერძებს გაუწევს პოპულარიზაციას . კულინარიული ტურის ფარგლებში, შეფ-მზარეული გაეცნობა ქვეყნის უნიკალურ კულტურას, სამზარეულოს, შეხვდება ადგილობრივ შეფ-მზარეულებს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის. ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს. ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა