ამერიკული ონლაინ საცალო ვაჭრობის Amazon-ის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი 2021 წლის შემდეგ პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში კვლავ პირველია.
ამის შესახებ Bloomberg საკუთარი Bloomberg Billionaires Index-ის (BBI) მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
„2021 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბეზოსი, Amazon-ის დამფუძნებელი, უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ლიდერობს“, - წერს სააგენტო.
ერთ დღეში ბეზოსმა 500 მილიონი დოლარი დაკარგა, მისმა ქონებამ 200 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა, წლის დასაწყისიდან ის 23,4 მილიარდი დოლარით გამდიდრდა.
ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი მეორე ადგილზეა. მისი ქონება ერთ დღეში 17,6 მილიარდი დოლარით შემცირდა. ეს გამოწვეულია Tesla-ს აქციების 7%-იანი ვარდნით, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.
ორშაბათს, მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა მონაცემები კომპანიის მიერ ჩინეთში ელექტრომობილების მიწოდების მინიმუმამდე შემცირების შესახებ (2022 წლის დეკემბრის შემდეგ) მიმდინარე წლის დასაწყისიდან მასკმა $31,3 მილიარდი დაკარგა.
BBI-ის სიაში მესამე ადგილს იკავებს ფრანგული ფუფუნების საქონლის მწარმოებელი LVMH (LVMH Moet Hennessy - Louis Vuitton) მფლობელი, ბერნარ არნო. მისი ქონება დღეში 1,84 მილიარდი დოლარით შემცირდა, 197 მილიარდამდე. ხოლო ამ წლის დასაწყისიდან მისი კაპიტალი კვლავ 18,3 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
უახლესი
15 საათის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა15 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება $100,000-ს უახლოვდება