„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა გასული კვირის ეკონომიკური მოვლენები მიმოიხილა და განაცხადა, ეომ 2021 წელთან შედარებით ქვეტანაში უმუშევრობა 5%-ითაა შემცირებული.
„საქსტატმა 2023 წლის მეოთხე კვარტლის დასაქმებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი 15.3%-ით განისაზღვრა, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუ ჩვენ პოსტ პანდემიის შემდეგ პერიოდს შევადარებთ 2021 წელს შეიძლება ითქვას, რომ 5%-ითაა შემცირებული უმუშევრობის მაჩვენებელი და თან კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ლეგენდის უსაფუძვლობას, რომ სამუშაო ძალა გაედინება ქვეყნიდან და მხოლოდ ამიტომ ხდება უმუშევრობის შემცირება. პირიქით, ამ პერიოდში სამუშაო ძალის რაოდენობა ქვეყანაში არის გაზრდილი.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეეხება ამ სფეროში ჩართულ 20 ათასზე მეტ ადამიანს. საინტერესოა ევროპული პრეცედენტიც, რომელიც როგორც წესი საქართველოზეც პოვებს ასახვას, საუბარი შეეხება კურიერების პარტნიორულ ურთიერთობას პლატფორმულ ბიზნესებთან. შეიძლება თუ არა კურიერები ჩაითვალოს როგორც პირდაპირ დასაქმებულები და არა როგორც პარტნიორები. რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ფინეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც საუბარია, რომ კურიერების პლატფორმულ ბიზნესებთან ურთიერთობა არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობა. ამ შემთხვევაში ფინეთის სასამართლომ გაიმეორა მანამდე დიდი ბრიტანეთის და უნგრეთის და მთლიანად ევროკავშირის გადაწყვეტილება ამ ნაწილში.
არგუმენტები იყო ბევრნაირი თუ რატომ არ არის ეს დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობა, რადგანაც კურიერები თავად განსაზღვრავენ თავიანთ სამუშაო დროს, შეუძლიათ უარი თქვან შეკვეთებზე, ისინი არ მუშაობენ კომპანიის მენეჯმენტის ზედამხედველობის ქვეშ, ეს ყველაფერი არის პარტნიორობა და არა დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობა. მანამდე ევროკავშირის წევრებმა დაბლოკეს შეთანხმება, რომელიც შეეხებოდა კურიერების იგივე ტიპის შეღავათებით სარგებლობას, როგორც ეს იყო დასაქმებულების ნაწილში. ევროკავშირსა და ევროპარლამენტს შორის იყო მომზადებული კომპრომისული წინადადება, რაც გულისხმობდა, რომ პლატფორმულ ეკონომიკაში ჩართულ პირებს ჰქონოდათ ისეთი ტიპის უფლებები როგორიც არის მაგალითად მინიმალური ხელფასი. რაც საფუძველშივე აბსურდია, როცა პლატფორმულსა და თავისუფალს ერთმანეთს ვადარებთ, როგორც შეიძლება მინიმალურ ხელფასზე ვილაპარაკოთ. ეს იმ შემთხვევაში თუ გარკვეული ტიპის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდნენ. მოგეხსენებათ პლატფორმულ ბიზნესში არის ასეთი ვითარება როცა ერთი და იგივე ადამიანი იყენებს კონკურენტი კომპანიების აპლიკაციებს. საუბარი იყო რეალურად ამ უფლების და სხვების სხვა წესებს შეზღუდვაზე, რაც საბოლოო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ არ იქნა გაზიარებული. კენჭის ყრის დროს გერმანიამ შეიკავა თავი, ხოლო საფრანგეთი წავიდა წინააღმდეგი როგორც საბერძნეთი, ესტონეთი და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ეს ვერსია ჩავარდა. ზოგადად ზედმეტი ტიპის რეგულაციები ყოველთვის უშლის ხელს სამუშაო ძალას გადაადგილებაში. თუ ადამიანს აქვს საშუალება, რომ მისი ტრადიციულ ბიზნესში დასაქმების პარალელურად პარტნიორულ ბიზნესთან ითანამშრომლოს, რატომ უნდა შევზღუდოთ ის? მიუხედავად საერთო წესის ჩავარდნისა, ევროპის ქვეყნები ცალკეულ პროგრესულ ნაწილზე მსჯელობენ თუ როგორ იქნეს პროგრესი მიღწეული.ამ კუთხით საფიქრალი გვექნება საქართველოშიც ვინაიდან კომპანიები, რომელთაც ეს შეეხებოდა ის კომპანიები საქართველოშიც საქმიანობენ და პარტნიორობაში მყოფი პირები არ ჩაითვალა დასაქმებულებად. ეს კი ჩვენც გვაყოვნებს, რადგანაც ამ სფეროში 20 ათასი ადამიანია დასაქმებული. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული წესები შემუშავდეს და განისაზღვროს თამაშის წესები და არ ჰქონდეს სპეკულაციის საშუალება.
რაც შეეხება ჩვენს მთავარ თემას, რაც არის ინვესტიციები, არ შეიძლება არ ვახსენოთ გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, საუბარი მაქვს „საქართველოს ბანკის“ მიერ სომხეთის წამყვანი ბანკის „ამერიას“ შეძენაზე. ეს იყო ისტორიული გარიგება, რომელმაც კიდევ ერთხელ აალაპარაკა ლონდონის საფონდო ბირჟა. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა The Times-მაც სპეციალური სტატია მიუძღვნა, რომელსაც პათოსური სათაური ჰქონდა, რომ ამ გარიგების წყალობით ინვესტორების ფიქრები მიმართულია საქართველოსკენ. თუ ჩვენ გვინდა პოზიციონირება მსოფლიოში ეს არის საუკეთესო მაგალითი ამ თვალსაზრისით.
რაც შეეხება ინვესტიციების მცირე მიმოხილვას, 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით ინვესტიციების შემოდინების კუთხით პირველ ადგილზეა აშშ, მერე გაერთიანებული სამეფო და შემდგომ კი ნიდერლანდები. წლიდან წლამდე ინვესტიციებში ევროკავშირის წილი არის გაზრდილი.
უახლესი
2 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა