ისრაელის კომპანიებმა დაახლოებით 1 მილიარდ დოლარი გამოიტანეს, გაკოტრების შესახებ განცხადების გაკეთებამდე, კალიფორნიის მთავარი ბანკიდან, სტარტაპისა და ინვესტორებისათვის დაფუძნებული Silicon Valley Bank-დან (SVB), - ამის შესახებ Yeni Şafak იტყობინება.
ისრაელის პრესამ, Calcalist-ზე დაყრდნობით 12 მარტს დაწერა, რომ ისრაელის ორმა უმსხვილესმა ბანკმა: Bank Leumi და Bank Hapoalim, დახმარება გაუწია კლიენტებს ფულის ისრაელში გადმორიცხვაში, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც დეპოზიტებს ინახავდნენ SVB-ში.
„SVB-ის კრახმა ბევრი კითხვა გააჩინა, მაგრამ ისრაელის ფინანსური ხელისუფლება პროაქტიულად გამოიყურებოდა“,- წერს Summitnew.
„Bank Leumi და Bank Hapoalim-ი სწრაფად და მთელი დღე-ღამის განმავლობაში ეხმარებოდნენ ფირმებს გადაეტანათ ფული SVB-დან ისრაელში ვიდრე აშშ-ის ანგარიშები ფინანსური ტრანზაქციებისთვის დაიბლოკებოდა“, - იტყობინება Times of Israel.
უახლესი
2 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება