ბოლო წლების სტატისტიკით ისრაელიდან საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2022 წელს - $35.1 მილიონი, ხოლო 2018 წელს $0 ინვესტიცია განხორციელდა.
ისრაელი 2022 წელს საქართველოს TOP - ინვესტორებში მე-13-ეა.
თუ სტატისტიკურ მაჩვენებლებს დავაკვირდებით სახეზეა, რომ ისრაელიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი პანდემიის დროსაც მზარდი იყო.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისრაელიდან 2016-2022 წლები. წყარო საქსტატი
2022 წელს ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ისრაელიდან უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და $15 მილიონი შეადგინა. მეორეა საფინანსო სექტორი $8,4 მილიონით და მესამეა სასტუმროებისა და სარესტორნო ბიზნესი $5,1 მილიონი ინვესტიციით.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.
უახლესი
12 წუთის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება18 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება