დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ისრაელის ეკონომიკა შესაძლოა, დროებით შემცირდეს, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობებზე ამას გავლენა არ ექნება - იციკ მოშე

ისრაელის ეკონომიკა შესაძლოა, დროებით შემცირდეს, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობებზე ამას გავლენა არ ექნება - იციკ მოშე

10-10-2023 11:00:07

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე Business Insider Georgia-თან ისრაელში შექმნილ ვითარებასა და საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ კავშირებზე საუბრობს.

დღეს რთული პერიოდია ისრაელში. ისრაელის მოსახლეობა ყოველთვის არის წინა ხაზზე სახლშია, ტრანსპორტშია, საზღვარზე თუ უცხოეთშია. დაღუპულია 1000- მდე ადამიანი და არის 150-მდე მძევალი. ეს არის წლების განმავლობაში კარგად დაგეგმილი ოპერაცია. მსოფლიოში არ მეგულება ქვეყანა, რომელსაც ორ დღეში 4000-მდე რაკეტის მოგერიება შეუძლია ან არ ჰქონდეს რეაქცია იმაზე, როდესაც ათასობით რაკეტა აცვივა თავზე.

 

  • რა გავლენა ექნება ამ კონფრონტაციას ისრაელის ეკონომიკაზე? დღეს შეკელი 8 წლიან მინიმუმზე დაეცა და ისრაელის ეროვნულ ბანკს გამოაქვს დიდი მოცულობით სავალუტო რეზერვები.

 

ომი მოითხოვს მსხვერპლს და ეკონომიკაზე შეიძლება დროებით იქონიოს გავლენა, მაგრამ ისრაელს აქვს საკმაოდ ძლიერი ეკონომიკა. ქვეყანას აქვს არჩეული სწორი ეკონომიკა და სწორი ვექტორი. ეს არის ექსპორტი სტარტაპების, სიახლეები მედიცინაში. ისრაელი წელიწადში ყიდის ათობით მილიარდის სტარტაპებს მსოფლიოში და მისი ეკონომიკა არის მყარი. ეს არის დროებითი მოვლენა. ომს აქვს თავისი გავლენა, მაგრამ ისრაელის დონის ქვეყანაში სადაც არის ძლიერი ჯარი, საზოგადოება, რომელიც ომის დროს კიდევ უფრო გაერთიანდა.

 

  • პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის პირობებში როგორი იქნება ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან? ცნობილია, რომ ისრაელი საქართველოში ტურიზმის სექტორში, ფულად გზავნილებისა და უძრავი ქონების ბაზარზე.

 

პირველი მიმართულება ისრაელიდან საქართველოში არის ტურიზმი და ტურიზმის ინდუსტრია, მეორეა უძრავი ქონების შეძენა და ინვესტიციები და მესამეა ფულადი გზავნილები. მე მჯერა, რომ ფულადი გზავნილები იგივე დონეზე ავა როგორც იყო. უფრო მეტიც, მე მჯერა, რომ სამუშაო ვიზების საკითხიც მოგვარდება, რასაც აცხადებენ საქართველოსა და ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები. ტურიზმში გვაქვს ზრდა, საქართველოში ისრაელიდან ტურისტული ნაკადები თითქმის 7-ჯერ მეტია ვიდრე მსოფლიოში საშუალო წლიური ზრდა და წლიურად 30%-იან ზრდას აღწევს. მჯერა, რომ სწრაფად შეიცვლება ვითარება სასიკეთოდ და ახლა არსებული დაძაბულობას საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობებზე არ ექნება გავლენა. თუმცა ინვეტიციების მოზიდვა სულ სხვა პარამეტრებზეა დამოკიდებული.

კერძოდ, რამდენად იცნობენ მხარეები ერთმანეთს, როგორია აქტივობა, როგორ დაიცავენ არსებულ ბიზნესს, რა ღონისძიებებს გაატარებენ რომ მოიზიდონ დამატებით კაპიტალი. ისრაელს აქვს უფრო დიდი საინვესტიციო პოტენციალი, იმის ფონზე რაც საქართველოში შემოდის. მე მჯერა, რომ მხარეებს შორის ამ კუთხით ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება.

 

  • მაგრამ, როგორი იქნება პროგნოზი, თუ დაპირისპირება სწრაფად არ დასრულდა?

 

„ჰამასი“ ამას ვერ გაბედავდა, რადგან არ არის ისეთი დიდი და მძლავრი. თუ პროცესში ჩაერთვება უფრო აქტიურად ირანიც, რა თქმა უნდა შესაძლოა, პროცესები გართულდეს და ამას გავლენა ჰქონდეს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ კონფლიქტი გაფართოვდეს ახლო აღმოსავლეთში და გავლენა ჰქონდეს მთელ მსოფლიოზე. ისრაელის საკითხში აშშ-ის მხარდაჭერა ბუნებრივია, რადგან ისრაელი არის ერთადერთი დემოკრატია ახლო აღმოსავლეთში და მისი წარმატება მნიშნელოვანია თვით დასავლეთის ხვალინდელ დღისთვის, როგორც მშვიდობის გარანტია რეგიონში და ტერორის წინააღმდეგ ბრძოლაში წინა ფრონტზე მყოფი ქვეყანა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები