დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირლანდიის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

ირლანდიის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

15-09-2023 15:30:28

ირლანდიის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირლანდიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობასა და მათ შორის ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას გაესვა ხაზი.

„ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა ირლანდიის მხარის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, რაც ირლანდიური მხარის შეფასებით, ხელს შეუწყობს მჭიდრო კავშირების დამყარებას და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

ამის შესახებ ირლანდიის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიჰო მარტინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრის დროს აღინიშნა.

მხარეები მიესალმნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვეს, რომ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების სამუშაოებს, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს.

ირლანდიური მხარის ინფორმაციით ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული გადაწყვეტილების ტექნიკურ იმპლემენტაციის პროცესი“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები