პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Eagle hills-ის დამფუძნებელსა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს და Emaar Properties დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს მოჰამედ ალი რაშედ ალაბარს, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი მოჰამედ აბდულა ალსაიეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კონკრეტული პროექტები მიმოიხილეს, რომლებში ინვესტირების სურვილიც მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა გამოთქვა.
ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და კურორტების განვითარების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ დიდ პოტენციალს.
Emaar Properties მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით. Emaar Properties აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.
Eagle hills კი არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს 9 ქვეყანაში 45-მდე პროექტი აქვს განხორციელებული.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კომპანია Eagle Hills-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი წევრი აჰმად თანი რასედ ალმატრუში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი საქართველოში აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ
უახლესი
12 საათის წინ
Chizzzy თბილისში პირველ კაფეს ხსნის12 საათის წინ
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია 10 თეთრით გაიზარდა