დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
IPTV-ის აბონენტების 54,3%-ი მაგთიკომზე, ხოლო 38%-ი სილქნეტზე მოდის

IPTV-ის აბონენტების 54,3%-ი მაგთიკომზე, ხოლო 38%-ი სილქნეტზე მოდის

07-08-2024 16:00:00

IPTV-ის აბონენტების 54%-ზე მეტი მაგთიკომზე, ხოლო 38%-ი სილქნეტზე მოდის. 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, IPTV-ის აბონენტების რაოდენობა 646 ათას აბონენტს შეადგინა, გასული წლის ივნისში კი 617 ათასს, ზრდა 4,7%-ია.

რაც შეეხება IPTV-ის შემოსავლებს აქ 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2024 წლის ივნისის მდგომარეობით შემოსავლები 11 მლნ ლარის დონეზეა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 10 მლნ ლარი იყო..

2024 წლის ივნისის მდგომარეობით IPTV-ის აბონენტების გადანაწილება კომპანიების მიხედვით ასე გამოიყურება:

მაგთიკომი - 54,3%

სილქნეტი - 38%

სხვა - 7,7%,.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით გაზრდილია სილქნეტის და სხვა მცირე ოპერატორების აბონენტების რაოდენობა, ხოლო მაგთიკომის აბონენტების რაოდენობა ოდნავ შემცირდა. 

IPTV-იდან მიღებული შემოსავლების 54,3% მაგთიზე მოდის. 

IPTV-ის შემოსავლების გადანაწილება კომპანიების მიხედვით:

მაგთიკომი - 54.3%

სილქნეტი - 38%

სხვა - 7,7%.

2024 წლის ივნისში მცირედით გაზრდილია მცირე ოპერატორების შემოსავლები. (პროცენტები შესაძლოა 100-მდე არ ჯამდებოდეს მეათედების დამრგვალების გამო).

2024 წლის ივნისში IPTV-ის აბონენტების წილი 87%-ია, წინა წლის ამავე პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 86%-ს შეადგენდა.

შემოსავლების გადანაწილების თვალსაზრისით, IPTV-ის წილი 91%-ია, ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდისთვის 90.8%-ს წარმოადგენდა

IPTV - მაუწყებლობის ტრანზიტის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დროსაც სამაუწყებლო სიგნალი ქსელებში გადაიცემა ინტერნეტის პროტოკოლის (IP) გამოყენებით;

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები