დღეიდან იორდანიულმა ავიაკომპანია Fly Jordan-მა საქართველოს მიმართულებით რეისები განაახლა.
როგორც თბილისისა და ბათუმის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Fly Jordan-მა ამანი-ბათუმი-ამანის საჰაერო ხაზზე ოპერირება დაიწყო. ავიაკომპანია ამანიდან ბათუმის მიმართ ფრენებს კვირაში 1 სიხშირით განახორციელებს.
ხოლო რაც შეეხება ამანი-თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე ოპერირებას, Fly Jordan-ი ფრენებს 6 ივნისიდან, ასევე კვირაში 1 სიხშირით განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ამანიდან ბათუმი და თბილისის მიმართულებით Fly Jordan-ი მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით ოპერირებს.
შეგახსენებთ, რომ იორდანიულმა ჩარტერულმა ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით ოპერირება 2017 წელს დაიწყო
უახლესი
30 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს