საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია.
კერძოდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
ამასთან ერთად, მოიმატა იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას უფრო დაბალ ინტერვალში 2%-4%-ის ფარგლებში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები საგრძნობლად შემცირებულია. ერთი მხრივ, მაისთან შედარებით, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-იან ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ხოლო მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 0%-2%-ის ფარგლებსა და 2%-4%-ის ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, ივნისში მაისთან შედარებით დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავდროულად, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 0%-2%-ის ინტერვალში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე დაკლებულია. კერძოდ, შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებში ფიქრობენ. ხოლო, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 0%-10%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, ივნისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) მაისთან შედარებით გაზრდილია.
უახლესი