ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელი წლიურ ჭრილში ორ სასაქონლო ჯგუფში ფასების კლებამ განაპირობა. ეს გახლავთ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი, რომლის ფასები დაახლოებით 3 პროცენტით შემცირდა, - ამის შესახებ საქსტატის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„განსაკუთრებით შემცირება აღინიშნება ზეთსა და ცხიმზე, ასევე გარკვეულ კატეგორიის ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. რაც შეეხება მეორე სასაქონლო ჯგუფს - ეს გახლავთ ჯანდაცვის ჯგუფი, სადაც ძირითადად კლება განაპირობა გარკვეული კატეგორიის მედიკამენტებზე და ასევე სამედიცინო აპარატურაზე ფასების შემცირებამ“, - აღნიშნა თოდრაძემ.
დეკემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.4 პროცენტი შეადგინა.
უახლესი
2 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება