დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინფლაციის კუთხით ვერ ვიტყვი, რომ წლის ბოლომდე მკვეთრი ცვლილებებია მოსალოდნელი - ალექსანდრე ძნელაძე

ინფლაციის კუთხით ვერ ვიტყვი, რომ წლის ბოლომდე მკვეთრი ცვლილებებია მოსალოდნელი - ალექსანდრე ძნელაძე

24-05-2024 15:00:00

ინფლაციის მაჩვენებელზე ჯერჯერობით პროგნოზი არ შეცვლილა და წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე ოდნავ შეიძლება მეტი იყოს, - განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ინფლაციურ მოლოდინებთან დაკავშირებით. როგორც ალექსანდრე ძნელაძემ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, უკანასკნელ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის გარკვეული ზრდა უფრო მეტად არის გამოწვეული იმპორტირებული ინფლაციით.

„ინფლაციის კუთხით ვერ ვიტყვი, რომ დღეს მკვეთრი ცვლილებებია მოსალოდნელი წლის ბოლომდე. ამას სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი განსაზღვრავს და აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლის ინფლაციის მაღალი დონემ მოგვცა დერეფანი,რომ მოკლევადიანმა კრიზისისებმა მკვეთრად არ იმოქმედოს. იმპორტირებული ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა, არის ერთ-ერთი რისკი, მაგრამ აქაც მართვადია სიტუაცია და ვერ ვიტყვით, რომ მკვეთრად განსხვავებული შეიძლება იყოს ინფლაციის მაჩვენებელი. ზუსტად ეს იძლევა საშუალებას, რომ როდესაც ვამბობთ, რომ შემსუბუქდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დღეს მსუბუქი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გვაქვს. 8%-ი ითვლება მკაცრ მონეტარულ პოლიტიკად, და კვლავინდებურად მაღალია მაინც რეფინანსირების განაკვეთი და შემცირების საშუალება სებ-ს ექნება“, - ალექსანდრე ძნელაძე. 
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები