დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინფლაცია მიზნობრივ 3.0%-ის ქვემოთ იქნება - Galt & Taggart-ი

ინფლაცია მიზნობრივ 3.0%-ის ქვემოთ იქნება - Galt & Taggart-ი

18-09-2023 13:46:20

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, შემდეგ თვეებში ინფლაცია მიზნობრივ 3.0%-ის ქვემოთ იქნება. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 10.0%-მდე შეამცირა, რაც მე-3 შემცირებაა მიმდინარე წელს.

„სებ-ის მიხედვით, ინფლაციის ფორმირებაში საგარეო ფაქტორების როლი მნიშვნელოვნად შემცირდა და ამასთანავე, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის განეიტრალების ადრეული ნიშნებიც გამოიკვეთა, რადგან ეკონომიკური ზრდის ტემპი მის პოტენციურ დონეს მიუახლოვდა.

ამავდროულად, ადგილობრივი ინფლაციის ზრდის ტემპი განაგრძობს შენელებას, აგვისტოში 6.1%-მდე შემცირდა იანვრის 14.2%-იანი დონიდან. სების მიმდინარე პროგნოზით, 2023 წლის შემდგომ თვეებში ინფლაცია მიზნობრივ 3.0%-ის ქვემოთ იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მის ირგვლივ დასტაბილურდება.

ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სებ-ი მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების ნელი ტემპებით გააგრძელებას გეგმავს“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები