2,5 წელიწადში ინდური კონგლომერატი Tata Group-ი, შიდა და გლობალური ბაზრისთვის ამერიკული კომპანია Apple-ის iPhone-ს სმარტფონების წარმოებას დაიწყებს.
ამის შესახებ ინდოეთის უნარების განვითარებისა და მეწარმეობის სახელმწიფო მინისტრმა რაჯიევ ჩანდრასეკარმა განაცხადა.
„სულ რაღაც 2,5 წელიწადში Tata Group დაიწყებს iPhone-ების წარმოებას ინდოეთში შიდა და გლობალური ბაზრისთვის“, - წერს ის სოციალურ ქსელ X-ზე.
სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ინდურმა კონგლომერატმა Apple-ის ერთ-ერთი მიმწოდებელი, ტაივანის კორპორაცია Wistron Corp-ის ქარხანა შეიძინა, რომელიც სამხრეთ ინდოეთის კარნატაკას შტატში მდებარეობს.
ჩანდრასეხარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გარიგება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამხრეთ აზიის რესპუბლიკიდან გლობალური მიწოდების ჯაჭვის მშენებლობაში ინდური ელექტრონიკის კომპანიების მონაწილეობით.
თავის მხრივ, ტაივანის Wistron კორპორაციის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ადრე კომპანიის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა გარიგება ინდოეთის 100%-იანი წილის ინდური Tata Group-ისთვის მიყიდვის შესახებ. გარიგების ფასი 125 მილიონი დოლარი იყო.
Tata Group-i პირველი ინდური კომპანია გახდება, რომელიც აწყობს iPhone-ებს ინდოეთის და სხვა გლობალური ბაზრებისთვის
მოლაპარაკებები Tata Group-სა და Wistron Corp-ს შორის რამდენიმე თვე გაგრძელდა. iPhone 14 -ის აწყობა უკვე დაიწყო Wistron Corp-ის ქარხანაში კარნატაკაში.
უახლესი