2023 წლის ორ თვეში საქართველომ 771.71 ტონა ყველი და ხაჭო იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 33%-ით ზრდას აჩვენებს.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 579.36 ტონა ყველის და ხაჭოს იმპორტი განხორციელდა.
2023 წლის იანვარ-თებერვალი ქვეყანაში იმპორტირებული ყველის და ხაჭოს საერო ღირებულებამ კი 4,336.31 ათასი დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის ყველაზე მეტი რაოდენობა, 26%-ი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე გერმანია, საიდანაც ქვეყანამ მთლიანი იმპორტის 15%-ი განახორციელა.
რაც შეეხება წლიურ ჭრილში იმპორტს, ბოლო 14 წლის რეკორდი 2022 წელს მოიხსნა, რა დროსაც ქვეყანამ 21,361.35 ათასი დოლარის ღირებულების 4,376.69 ტონა პროდუქცია იყიდა, რაც 21%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებლებზე.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში იმპორტირებული ყველისა და ხაჭოს საერთო მოცულობის 19%-ი საქართველოში თურქეთიდან, 18%-ი რუსეთიდან და 17%-ი გერმანიიდან შემოვიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ყველისა და ხაჭოს 52%-ი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.
უახლესი