საქართველოში ჯემების იმპორტი 69%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 1,356.32 ათასი დოლარის 475.20 ტონა ჯემის, ხილ-კენკროვანი ჟელეს, მარმელადისა და სხვა იმპორტი ფიქსირდება, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში 560.92 ათასი დოლარის ღირებულების 280.74 ტონა იდენტური პროდუქცია შემოვიდა.
იმპორტის 34%-ი დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან, საიდანაც საქართველომ 162.37 ტონა ჯემები იყიდა.
მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც ქვეყანაში მთლიანად იმპორტირებული ჯემების და ჟელეს 33%-ი შემოვიდა, მესამე პოზიციაზეა რუსეთი რომელზედაც მთლიანი იმპორტის 11%-ი ფიქსირდება.
ბოლო 14 წლის სტატისტიკით ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის ჯემი 2022 წელს იყიდა.
გასული წლის სტატისტიკით ქვეყანაში 3,118.08 ათასი დოლარის 1,410.45 ტონა ჯემების იმპორტი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებლები კი 2021 წელთან შედარებით იმპორტის 46%-იან ზრდაზე მიუთითებს.
უახლესი
39 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა