სტადიონის მეპატრონემ თვითონ დაადასტურა, რომ შესაძლებლობას მოკლებული ვართ ყველა ტრიბუნა იქნეს გამოყენებული. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი იარუსის გამოყენება სრულიად აკრძალულია, რომელიც თამაშის საორგანიზაციო კუთხითაც კი ხელს უშლის ჩასატარებლად. იმიტომ, რომ არის უეფას ოფიციალური შეხვედრა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა.
მუჯირი „დინამოს“ ადმინისტრაციის მიერ წერილის არასწორი ვერსიის გავრცელებას გამოეხმაურა.
„ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი დაესწროს თამაშს. მომდევნო თამაში ოქტომბერში გვაქვს ალბანეთთან დანიშნული, რომელიც დანიშნულია მიხეილ მესხზე და თბილისია ლოკაციად მითითებული. იმ შემთხვევაში, თუკი უახლოეს მომავალში მოხდება ამ პრობლემის აღმოფხვრა და დინამოს სტადიონის ადმინისტრაცია დაგვიდასტურებს, რომ სრულად შეიძლება სტადიონის გამოყენება და მათ შორის პირველი იარუსისაც უპრობლემოდ, მზად ვართ ალბანურ მხარესთან შევათანხმოთ სტადიონის შეცვლა და მიხეილ მესხის სტადიონიდან თამაში გადმოვიტანოთ დინამო არენაზე.“ – განაცხადა დავით მუჯირმა.
ფეხბურთის ფედერაცია „დინამოს“ ადმინისტრაციას წერილის არასწორი ვერსიის გავრცელებაში ამხელს.
უახლესი
9 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი