დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ილონ მასკმა ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელი Grok-ი წარმოადგინა

ილონ მასკმა ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელი Grok-ი წარმოადგინა

06-11-2023 10:24:49

მილიარდერმა ილონ მასკმა თავისი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის xAI-ის Grok-ის მოდელის გაშვების შესახებ განაცხადა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება X Premium+ აბონენტებისთვის.

ამის შესახებ მან თავის X გვერდზე დაწერა. 

მასკმა აღნიშნა, რომ ახალი xAI მოდელი რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტით უკეთესია, ვიდრე კონკურენტები.  Grok-ი იმუშავებს როგორც ჩატბოტი და უნდა იყოს OpenAI-ის ChatGPT-ის ან Google-ის Bard-ის პირდაპირი კონკურენტი.

ილონ მასკი იყო OpenAI-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, მაგრამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თანამდებობა 2018 წელს დატოვა.

ასევე, მასკის თქმით, Grok-ის ექნება ინფორმაციაზე წვდომა რეალურ დროში, რაც სხვა მოდელებთან შედარებით უპირატესია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები