დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ილია დარჩიაშვილი აჯა ლაბიბის შეხვდა - რა განიხილეს

ილია დარჩიაშვილი აჯა ლაბიბის შეხვდა - რა განიხილეს

23-08-2023 16:48:12

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრთან, აჯა ლაბიბისთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე.

ხაზი გაესვა ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. 

ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და იმედი გამოთქვა,  რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღინიშნა ბელგიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

ამასთან, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და  რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობის შესახებ. ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების მიზნით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების  კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე.

აღინიშნა, რომ 2023 წელს,  ბელგიის კულტურული ფესტივალი „ევროპალია” საქართველოსა და ქართულ კულტურას მიეძღვნება, რაც კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობისა.

ვიზიტის ფარგლებში, აჯა ლაბიბი ეწვევა საოკუპაციო ხაზს  და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას, იგი ასევე  პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები