2024 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.8 მილიონი შემოსვლა, რაც 2.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 41.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების3 რაოდენობამ 2.4 მილიონი შეადგინა, რაც 2.5 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2024 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.0 მილიონს მიაღწია, რაც 2.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 79.2 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 16.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2024 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 496.0 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.1%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (583.5 ათასი), თურქეთისა (436.3 ათასი) და სომხეთის (344.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა, 46.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 47.1 პროცენტს შეადგენდა.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა აჭარის ა/რ-სა და თბილისში, შესაბამისად, 1 179.5 ათასი და 1 124.8 ათასი ვიზიტი.
2024 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 18.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის III კვარტალთან შედარებით 15.2 პროცენტით გაიზარდა და 2 426.6 ლარი შეადგინა.
უახლესი
32 წუთის წინ
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება52 წუთის წინ
ოქტომბერში ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - სებ