კიოტოს უნივერსიტეტის იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მსოფლიოში პირველი ხის კოსმოსური თანამგზავრი LignoSat.
The Guardian-ის ცნობით, LignoSat დამზადებულია მაგნოლიის ხისგან, რომელმაც აჩვენა საუკეთესო შედეგები სტაბილურობისა და ბზარებისადმი გამძლეობის თვალსაზრისით საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე ჩატარებული ერთწლიანი ტესტების დროს.
შემქმნელების თქმით, ხის ზონდმა ორი პრობლემა უნდა გადაჭრას - რესურსების დაზოგვა და გარემოზე ზემოქმედების შემცირება.
„დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნებისას ყველა თანამგზავრი იწვის და ქმნის ალუმინის ოქსიდის პაწაწინა ნაწილაკებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ცურავს ზედა ატმოსფეროში. ეს საბოლოოდ იმოქმედებს დედამიწის გარემოზე“, - ამბობს იაპონელი ასტრონავტი და კოსმოსური ინჟინერი კიოტოდან ტაკო დოი.
LignoSat ორბიტაზე გაშვებული იქნება 2024 წლის ზაფხულში.
ზონდის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ხის თანამგზავრი დედამიწის მახლობლად სივრცეში მინიმუმ ექვს თვეს გაატარებს.
უახლესი
16 საათის წინ
„ქართული კალათა“ საწარმოს გახსნას გეგმავს17 საათის წინ
ქართული რაგბის არქიტექტორი