საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 191.8%-ით გაიზარდა და 307 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
Galt & Taggart-ის ცნობით, ასევე ჯამურად, 2023 წლის პირველ 2 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 607 მლნ აშშ დოლარი შეადგინა- (+176.9% წ/წ).
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა ყოველთვიურად აღარ გამოქვეყნდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველომ 2022 წელს საერთაშორისო ტურიზიდან შემოსავლის სახით $3 516 634 ათასი მიიღო. რაც 2021 წლის მაჩვენებელზე $2 271 692 ათასით მეტია.
2022 წლის მაჩვენებლები ასევე მეტია პანდემიამდე დაფიქსირებულ შედეგზე. 2019 წელს კი საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3 268 654 ათასი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, მშპ-ში ტურიზმის წილმა 2021 წელს 6,4% შეადგინა.
უახლესი
5 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა