დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.8%-ი პანამის დროშის ქვეშ მცურავი იყო

I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.8%-ი პანამის დროშის ქვეშ მცურავი იყო

20-05-2024 16:12:00

2024 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4041 გემი, რომელთა 42.3 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 28.0 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 23.3 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 6.4 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა. ამის შესახებ საუბარია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

2024 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 28.6 პროცენტით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 9.6 პროცენტით მეტი - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 1.8 პროცენტით მეტი - თხევადი ტვირთმზიდი, 1.1 პროცენტით მეტი - კონტეინერმზიდი და 36.0 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.

2024 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.8 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16.6 პროცენტი - თურქეთის, 9.7 პროცენტი - ლიბერიის, 9.2 პროცენტი - რუსეთის, 7.7 პროცენტი - მალტის, დანარჩნი 39.0 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

2024 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1.8 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 50.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 55.6 პროცენტი შეადგინა.

2024 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 397.4 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 8.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე2 . გადამუშავებული ტვირთის 45.7 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 31.1 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 23.2 პროცენტი - ნაყარი ტვირთი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები