ტოკიოში, Japan Mobility Show-ზე Honda-მ წარმოადგინა კუპე საკულტო სახელწოდებით Prelude.
პრეზენტაცია არ შეიცავდა რაიმე დეტალს, გარდა იმ ინფორმაციისა, რომ ახალი Prelude „დაპროექტებულია ელექტრიფიკაციისა და მართვის სიამოვნების შერწყმისთვის“.
ავტომობილის შესახებ კომპანიას ბევრი დეტალი არ გაუჟღერებია, მაგრამ Honda-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტოშიჰირო მიბემ Prelude-ის პრეზენტაციის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალზე ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა კომპანიის ერთგულებას სპორტული მოდელების მიმართულებით და თქვა, რომ კონცეფცია „Honda-ს მომავალი მოდელის წინამორბედი გახდება, რომელსაც მემკვიდრეობით გადაეცემა წინა მოდელის უპირატესობები და სრულიად ელექტრიფიცირებული იქნება და განასახიერებს Honda-ს შეუცვლელ გამძლე სპორტულ აზროვნებას."
ახალი Honda Prelude არის ორიგინალური მოდელის რეინკარნაცია, რომელიც იწარმოებოდა 1978 წლიდან 2001 წლამდე პერიოდში. ის აღჭურვილი იყო მხოლოდ ბენზინის ძრავებით.
უახლესი
15 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი ფიფას პრეზიდენტს შეხვდა16 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7374 ლარი გახდა