დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჰიპერმარკეტი „გორგია“ ევროკავშირის ბაზარზე გასვლას გეგმავს - თორნიკე გურული

ჰიპერმარკეტი „გორგია“ ევროკავშირის ბაზარზე გასვლას გეგმავს - თორნიკე გურული

13-05-2023 19:00:22

ჰიპერმარკეტი „გორგია“ საქართველოში გაფართოების პარალელურად ევროკავშირის ბაზარზეც შედის. როგორც Business Insider Georgia-თან კომპანიის ხელმძღვანელმა თორნიკე გურულმა განაცხადა, გაფართოების კონცეფციის ფარგლებში „გორგია“ ფილიალს სომხეთშიც გახსნის.

„როგორც იცით, „გორგია“ ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, რადგან კომპანიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება სწორედ ეს არის.

მომხმარებლების დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, წელს ჰიპერმარკეტს  გორში გავხსნით. საქართველოში გაფართოების გარდა, ფილიალს გავხსნით ევროკავშირის ტერიტორიაზე. რაც შეეხება ამიერკავკასიას, ფილიალის გახსნა უახლეს მომავალში სომხეთშია დაგეგმილი.

ამ ეტაპზე სომხეთში უკვე გვყავს სტაბილური პარტნიორები, რომლებსაც ვაწვდით ჩვენს პროდუქტებს და მალე ფილიალსაც გავხსნით. უახლოეს მომავალში ჩვენი სტრატეგიული მიზანია, მაქსიმალურად ავითვისოთ ევროკავშირისა და ამიერკავკასიის ბაზარი“, - აცხადებს „გორგიას“ ხელმძღვანელი.

თორნიკე გურულმა Business Insider Georgia-თან ქვეყნის შიგნით განვითარების გეგმებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გორის გარდა სხვა რეგიონებშიცაა დაგეგმილი DIY კონცეფციის ფილიალების გახსნა.

ამ ეტაპზე „გორგია“ წარმოდგენილია 7 დიდ ქალაქში 11 ფილიალით და 2 პრემიუმ შოურუმით- „ლუსონით“, რომელიც მდებარეობს თბილისსა და ბათუმში.

„გორგიამ“ 2021 წელს გახსნა „თელავი მოლი“ -  პირველი მოლი თელავში. ამ ეტაპზე მოლი 16 ბრენდს აერთიანებს და გარდა თელავისა, სავაჭრო ცენტრების გახსნა იგეგმება ბათუმსა და ზუგდიდში. როგორც იცით,  ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავზარდოთ ასორტიმენტი და გასული წლის მსგავსად (როდესაც 10 000 დასახელების პროდუქცია დავამატეთ), მომავალშიც ვაპირებთ ასორტიმენტის გაზრდას“, - ამბობს თორნიკე გურული.

მისივე განმარტებით, დღეისათვის „გორგიაში“ 60 000 -მდე დასახელების პროდუქციაა  წარმოდგენილი. იმავდროულად კომპანიას ჰყავს  4 000-მდე პარტნიორი კომპანია ჰყავს. 

„ჩვენ მუდმივად ხელს ვუწყობთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას,  ამ ეტაპზე კი  800  ქართველ მეწარმესთან ვთანამშრომლობთ.  სამომავლოდ ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი ბრენდის დამატებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო ხარისხთან ერთად მომხმარებელს საუკეთესო ფასიც შევთავაზოთ და სწორედ ამიტომ ბევრი კრიტერიუმით ვარჩევთ მომწოდებელს“, - ამბობს თორნიკე გურული.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები