ჰაივ ტექ ჰაბი, არის საქართველოში ყველაზე დიდი და მულტიფუნქციური საოფისე სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულად კეთილმოწყობილ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
თბილისში უკვე ფუნქციონირებს ჰაივ ტექ ჰაბის ერთი ფილიალი თამარაშვილის ქუჩაზე, ხოლო მეორე სივრცე ავლაბარში 2025 წლის აპრილში გაიხსნება. პარალელურად,15 დეკემბერს, კომპანიამ ბათუმში ახალი ფილიალის გახსნის თარიღიც დააანონსა.
თითოეულ ფილიალში შექმნილია ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია კომპანიის წარმატებული ოპერირებისთვის: თანამედროვე საკონფერენციო და შეხვედრების ოთახები, გამწვანებული ტერასები, მოსასვენებელი და გასართობი ზონები, უწყვეტი 24/7 სთ უსაფრთხოების სისტემები.
ჰაივი ბიზნესებს ასევე სთავაზობს ექსკლუზიურ რეფერალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჰაბის წევრები მეგობარი კომპანიის მოწვევის შემთხვევაში 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.
„მოხარულები ვართ, რომ ჰაივ ტექ ჰაბი ზრდასა და განვითარებას განაგრძობს. ჩვენ ვქმნით არა მხოლოდ სამუშაო სივრცეებს, არამედ ეკოსისტემას, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას, ინოვაციას და ბიზნესების წარმატებას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ თითოეულ მომხმარებელს მიაღწიოს თავის მიზნებს და შექმნას გარემო, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებას" - განაცხადა ქეთო თოფურიძემ, ჰაივ ტექ ჰაბის მარკეტინგის დირექტორმა.
20,000 კვადრატული მეტრი საოფისე ფართით, ჰაივ ტექ ჰაბი კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისთვის ინოვაციური, პროფესიონალური გარემოს შექმნას.
უახლესი