ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. შესაბამისი პრესრელიზი სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული.
პუტინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციაშია ეჭვმიტანილი. როგორც სასამართლომ განმარტა, არსებობს „გონივრული საფუძველი“ იმის დასაჯერებლად, რომ ამაზე პასუხისმგებელი პუტინი პირადად არის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულები, რომლებსაც პუტინი ედავება, სავარაუდოდ, 2022 წლის 24 თებერვლიდან არის ჩადენილი.
მსგავსი დაკავების ორდერი გაიცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ.
The New York Times 13 მარტს, წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ უახლოეს მომავალში ICC გახსნის ორ საქმეს რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამო: ერთი უკრაინელი ბავშვების დეპორტაცას, ხოლო მეორე განზრახ განხორცელებულ წერტილოვან დარტყმებს ეხება.
ამ მოხსენებების ფონზე კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას.
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება