დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვაქვს იდეები, მაგრამ კაპიტალი არ არის - Gepherrini ინვესტორებს ეძებს

გვაქვს იდეები, მაგრამ კაპიტალი არ არის - Gepherrini ინვესტორებს ეძებს

12-09-2023 10:00:18

ტყავის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია Gepherrini მასშტაბური პროექტების განხორციელებას ინვესტორის დახმარებით გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე ფიქრობს, რომ სავარაუდოდ ქვეყნის გარეთ მოუწევს ინვესტორის მოძიება, ვინაიდან ადგილობრივი ბიზნესი მწარმოებლებს დიდწილად არ სწყალობს და მათი ინვესტიციები ყოველთვის უძრავი ქონებით შემოიფარგლება, რაც დანარჩენი სეგმენტისთვის დიდი პრობლემაა.

როგორც ილია გეფერიძე Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, ახალი ინვესტირების შემთხვევაში წარმოების 4-ჯერ ზრდას შეძლებს, რაც სავსებით რეალური და მიზნამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი.

„დღესდღეობით საქართველოში ინვესტიციების დიდი ნაწილი მიმართულია უძრავ ქონებაში და დანარჩენი დარგები ყურადღების მიღმაა, რაც საბოლოოდ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას აფერხებს. ჩვენს შემთხვევაში, ამ დროს უდიდესი რესურსია, გვყავს პარტნიორები საქართველოსა და ქვეყნის გარეთ, მაღალი მოთხოვნაა, გვაქვს იდეებიც, მაგრამ კაპიტალი არ არის.

პოტენციურ ინვესტორად განვიხილავთ ყველას, ვინც თვლის, რომ ეს სფერო მისთვის საინტერესოა. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი არ გვეგულება, სხვა ინტერესები აქვთ. 9 წელია ვარსებობთ, ვვითარდებით, წლიდან წლამდე ვზრდით წარმოებას, მაგრამ ფინანსებზე ძნელად ხელმისაწვდომობის გამო ბევრი ჩვენი იდეა განუხორციელებელია.

ცხადია, ბანკი ამ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანს, მსხვილი ინვესტირებაა საჭირო, რაც დაგვეხმარება საერთაშორისო პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებებისა და გეგმების განხორციელებაში“, - ამბობს ილია გეფერიძე.

ცნობისთვის, ბრენდი Gepherrini 2014 წელს დაფუძნდა. კომპანია ჩანთებს, ფეხსაცმელებს, საფულეებს, ტყავისა და ვერცხლის აქსესუარებს აწარმოებს. ჯამში Gepherrini 9 მაღაზიას ფლობს და ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები