გორგიამ სტამბოლში საერთაშორისო ბიზნეს სამიტი ჩაატარა. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 120-მდე კომპანია. გორგიას მიერ ჩატარებული ბიზნეს სამიტი არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომლის მთავარი მიზანია იმ შესაძლებლობების გაზიარება, რომელიც გორგიასთან თანამშრომლობით, დამატებითი ინვესტიციების მოძიებითა და საქართველოში არსებული ბიზნესების დაინტერესებით არის შესაძლებელი.
„გორგიასთვის, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა, რაც გამოიხატება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვით. მოხარულები ვართ, რომ სტამბოლში ბიზნეს სამიტის ჩატარების შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენთვის, როგორც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით ბაზრის ლიდერებისთვის, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბრენდებთან და კომპანიებთან პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ბიზნეს სამიტის ჩატარების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ჩვენ და კომპანიებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, შესაძლებლობა გვქონოდა არსებულ და პოტენციურ მომწოდებლებთან სამომავლო გეგმები დაგვესახა“. - აცხადებენ გორგიაში
ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში, სტამბოლში, ერევანსა და სოფიაში. გორგია პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს.
უახლესი