საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 2-3 დეკემბერს შიდა ქართლი ყველაზე მასშტაბურ სამშენებლო მიმართულების ჰაკათონს - ConstrucThon 2.0-ს უმასპინძლებს, რომელიც კასპის ტექნოპარკში გაიმართება. 36 საათის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ საკუთარ სტარტაპ იდეებზე და გადაჭრიან სექტორში არსებულ გამოწვევებს შემდეგი მიმართულებებით:
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (16 წლიდან) - სტუდენტებს, ინჟინრებს, პროგრამისტებს, არქიტექტორებს, დიზაინერებს, ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს, სტარტაპერებს, მარკეტერებს და სამშენებლო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს. ჰაკათონი დასრულდება დემო დღით, სადაც გამარჯვებული GITA -გან მიიღებს 5000 ლარის ოდენობის გრანტს იდეის განხორციელებისთვის.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია მონოლით ჯგუფი, რომელმაც დააწესა საპრიზო ფონდი 5000 ლარის ოდენობით. ამავდროულად, მონოლით ჯგუფის მიერ რჩეული გუნდის გამოვლენის შემთხვევაში, მათ ექნებათ სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობის შესაძლებლობა პროდუქტის განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით.
ჰაკათონის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ტრასპორტირება, დღისა და ღამის კვება, მონაწილეები შეძლებენ ტექნოპარკის სივრცეებითა და ფაბლაბის დანადგარებით სარგებლობას ღამის საათებშიც.
პროექტის განმახორციელებელია „ინოვაციური განათლების ფონდი“.
ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://mtr.cool/fiyyljhwuo
უახლესი
14 საათის წინ
ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა15 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა15 საათის წინ
„ვილა მოსავალი“ ბაზარზე ახალ პროდუქტს გამოიტანს