საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამას მეათედ აცხადებს და პროგრამაში გარკვეული სიახლეები შეაქვს, რომლის პრეზენტაციაც ტექნოპარკში გაიმართა.
GITA-ს ინფორმაციით, 150 000-ლარინი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში მონაწილეობის პირობები იცვლება და დაინტერესებულ პირებს 15 თებერვლიდან ბიზნეს იდეის წარდგენა ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით შეეძლებათ, რომელთა შეფასებას კონტრაქტორი კომპანია და წინასწარ შერჩეულ 150 სტარტაპს გადაამზადებს ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით განახორციელებს.
„შემდგომი საფეხური პორტალზე აპლიკაციის სრულყოფილ შევსებას მოიცავს, რომელიც პროექტის ბიუჯეტს, აქტივობების გეგმას, ფინანსურ პროგნოზსა და გუნდის შესახებ ინფორმაციას გულისხმობს. განაცხადებს საერთაშორისო ექსპერტები როგორც ქულების სისტემით, ასევე გასაუბრებით შეაფასებენ, რომლის შედეგად 50 ფინალისტი გამოვლინდება.
ისინი 5 დღიან გადამზადების პროგრამას ე.წ. „ქოუჩინგს“ გაივლიან, რათა საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პროექტის პრეზენტაციისთვის მოემზადონ.
გამარჯვებულ სტარტაპებს საერთაშორისო საინვესტიციო კომიტეტი გამოავლენს, თითოეული მათგანი 150 000 ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, თანადაფინანსების გრანტები იმ სტარტაპებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა ჯამური ბრუნვა ბოლო 12 თვის განმავლობაში 500 000 ლარს არ აღემატება.
ასევე პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს. პროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან.
ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტები დასაშვებად იქნება მიჩნეული, თუ იგი არ ეხება სპირტის ან სპირტის შემცველი პროდუქტების წარმოებას.
უახლესი
12 საათის წინ
Chizzzy თბილისში პირველ კაფეს ხსნის12 საათის წინ
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია 10 თეთრით გაიზარდა