დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიორგი ტყემალაძე: ,,დღეს ვაკის რაიონში  ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი - წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია - დასრულდა''

გიორგი ტყემალაძე: ,,დღეს ვაკის რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი - წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია - დასრულდა''

09-10-2024 14:56:00

ვაკის რაიონში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.

დასრულებული სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან  ერთად  დაათვალიერა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე განხორციელდა.

„დღეს ვაკის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობისა და მთელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი - წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია - დასრულდა.

მსგავსი კომპლექსური პროექტები ხელს უწყობს ქალაქში მოსახლეობის უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობას და ტრანსპორტის შეუფერხებლად მოძრაობას.  ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტების შესაბამისად, თბილისში მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება კვლავაც გაგრძელდება’’,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია - წყალარინების, წყალმომარაგების და გაზმომარაგების ქსელები, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი.

გარკვეულ მონაკვეთებში  გზის სავალი ნაწილი  გაგანიერდა, ასევე აშენდა  უსაფრთხოებისთვის ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის კედლები, რეაბილიტირდა არსებული ტროტუარები, ხოლო სადაც  არ არსებობდა, ახალი ტროტუარები მოეწყო.

ქუჩაზე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი Led სანათებით,  რეაბილიტაცია ჩაუტარდასაავტომბილო გზას, დაიგო ასფალტის საფარი, ამასთანავე მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზა სავალი ნაწილი  და განთავსდა სატრანსპორტო ნიშნები. აგრეთვე განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები, დამონტაჟდა  ნარჩენშემკრები მიწისქვეშა ურნები.

რეაბილიტაციის  ფარგლებში, გზის მიმდებარედ არსებული თარგებისა და გზის შუა გამყოფი კუნძულები გამწვანდა.  აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 659 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო,  3 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბალახი დაითესა და  სარწყავი სისტემა მოეწყო. 

ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 15 მილიონი ლარით დაფინანსდა.

წყნეთის გზატკეცილის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის მერის მოადგილეებმა  ანდრია ბასილაიამ და  ირაკლი ბენდელიანმა, ასევე ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და შპს ,,თბილსერვისჯგუფის’’ ხელმძღვანელმა დავით ფაჩულიამ დაათვალიერეს.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები