დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიორგი ფანგანმა EU4Energy-ის პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი ფანგანმა EU4Energy-ის პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

26-07-2024 15:34:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო ქ. ბერლინში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა (EnCS) და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER)  ორგანიზებით  გამართულ შეხვედრაში, რომელიც შეეხებოდა სუფთა ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებულ განაწილების სისტემის ოპერატორების ფუნქციებს.

გიორგი ფანგანმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის მიმდინარეობა და სუფთა ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებული რეგულაციების ჰარმონიზაციის პროცესი. 

რეგიონული შეხვედრა გაიმართა EU4Energy-ის პროექტის -  „სუფთა ენერგიაზე ტრანზიციის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვასა და უკრაინის მარეგულირებელი კომისიებისა და სისტემის ოპერატორების წარმომადგენლები. 

გიორგი ფანგანთან ერთად სემეკიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თორნიკე აფრიაშვილი და მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი დიდებაშვილი.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები