დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებები დეზინფორმაციაა, მას სურს პასუხისმგებლობა აირიდოს და მსხვერპლის მანტია მოირგოს - „ელთ ბილდინგი“

გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებები დეზინფორმაციაა, მას სურს პასუხისმგებლობა აირიდოს და მსხვერპლის მანტია მოირგოს - „ელთ ბილდინგი“

16-09-2024 13:07:00

„რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ დამფუძნებლის გიორგი ჩიკვაიძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, რომელიც ეხება ერთის მხრივ ჩვენს კომპანიასა და მეორეს მხრივ საქართველოს პროკურატურას, არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, რაც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ერთის მხრივ როგორც ჩვენი, ისე საგამოძიებო ორგანოების დისკრედიტაციას. მას სურს, რომ პასუხისმგებლობა აირიდოს და მსხვერპლის მანტია მოირგოს. ზუსტად ეს არის მიზეზობრივი კავშირი მის განცხადებებსა და რეალურ ქმედებებს შორის, - ამის შესახებ „ელთ ბილდინგის“ იურისტმა ვიტალი ხალვაშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ელთ ბილდინგი” კომპანია „რამსეს ჯეორჯიან იახტ პლატფორმის“ მფლობელებს 416 000 ევროს ედავება, რომელიც ამ კომპანიის მიერ იახტის შეძენის შეუსრულებელ ვალდებულებას უკავშირდება.

„მტკიცებულებებით დგინდება, რომ იახტა არასდროს არ ყოფილა შეძენილი. აღნიშნული საქმე თავისი მტკიცებულებებით, 2024 წლის იანვარში გადავეცით საქართველოს პროკურატურას. ვინაიდან აღნიშნულ ქმედებაში იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

უწყებამ წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა გიორგი ჩიკვაიძისა და გიორგი პაპიაშვილის მიმართ. როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლითაა რეგულირებული, რაც გულისხმობს მითვისება-გაფლანგვას მართლზომიერ მფლობელობაში ნივთისა და ფულადი სახსრების. კომპანიის ფულადი სახსრები აღნიშნული პირების მიერ იყო მითვისებული.

აღნიშნულ საქმეზე  გიორგი ჩიკვაიძისა და გიორგი პაპიაშვილის მიმართ, გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება და მათ აკრძალული აქვთ საქართველოს ტერიტორიის დატოვება, შეფარდებული აქვთ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო თითოეულს 50-50 ათასი ლარის ოდენობით. საქმემ გაიარა წინასასამართლო სხდომაც, სადაც სასამართლომ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, ჩათვალა რომ კანონიერად იყო მოპოვებული და დაუშვა შესაძლებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ალბათობის მაღალი ხარისხი, რომ აღნიშნულ პირებთან მიმართებით გამოტანილი იყოს გამამტყუნებელი განაჩენი.

აღნიშნული საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში და მიგვაჩნია, რომ არსებითი განხილვისას, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლო გაიზიარებს წარდგენილ მტკიცებულებებს და აღნიშნულ პირებთან მიმართებით გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.

რაც შეეხება ქმედებას, წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, სადაც სასჯელის ზომა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, 7-დან 11 წლის ვადით“, - განაცხადა კომპანიის ადვოკატმა.

რაც შეეხება საქმის არსს, ინფორმაცია კომპანია „ელთ ბილდინგის“ განცხადებაში დეტალურადაა მოცემული. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები