„იმედის კვირის“ ინფორმაციით, სამთავრობო კაბინეტში ცვლილება მოხდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება, რომელიც ამ დრომდე პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა.
ამილახვარი მიხეილ ჩხენკელს შეცვლის, რომელსაც აღნიშნული პოსტი ორჯერ ეკავა - ჯერ 2017 წელს და მეორედ 2019 წელს დაინიშნა განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრად.
2021 წლიდან კი მას შემდეგ რაც განათლების და კულტურის სამინისტროები გაიმიჯნა, ჩხენკელმა განათლების და მეცნიერების სამინისტრო ჩაიბარა .
მინისტრობის ახალი კანდიდატი გიორგი ამილახვარი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით.
წყარო: იმედინიუსი
უახლესი
7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა