დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

14-06-2024 13:22:00

 

საქართველოს იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი სტუმრობდა. ტურის ფარგლებში, სტუმრები ღვინის კომპანიებსა და მარნებს კახეთში ეწვივნენ, სადაც  სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები დააგემოვნეს და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ.

10-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ. ტურის მონაწილეების შთაბეჭდილებები და შეფასებები  იაპონურ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე გავრცელდება, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო დონეზე.

კენიჩი ოჰაში ერთადერთი  ღვინის მაგისტრია იაპონიაში, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოსკონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანიას „Red Bridge“ ხელმძღვანელობს.

საქართველოში ვიზიტის დროს, კენიჩი ოჰაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2024 ფარგლებში გამართული კონკურსის Georgia International wine Award ჟიურის წევრიც იყო.

აღსანიშნავია, რომ იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინისეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერითქართული ღვინის კომპანიები მუდმივადმონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდებაქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინისპროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის  ტურები საქართველოს ყველარეგიონში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები