Business Insider Georgia-თან „მეღვინეობა ჩელთის“ კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი გერმანიაში, 34-ე საერთაშორისო ღვინის კონკურსი “Mundus Vini”-ის შედეგებს აფასებს, სადაც მეღვინეობა 6 ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
მალე „ჩელთის“ ღვინოები წამოდგენლი იქნება დუსელდორფში „პროვაინის“ გამოფენაზე 10-12 მარტს.
Business Insider Georgia-თან „მეღვინეობა ჩელთის“ კომერციული დირექტორი ამბობს, რომ ამკონკურსში გამარჯვება კომპანიას ევროპის ბაზარზე ახალი პარტნიორებისკენ გზას გაუხსნის.
„Mundus Vini არის მნიშვნელოვანი ღვინის კონკურსი მთელ მსოფლიოში, რომელიც ყოველ წელს იმართება. არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჟიური, რომელიც ღვინის ხარისხს აფასებს. ჩელთის 6 ღვინო გახდა ოქროს მედლის მფლობელი, რაც ნიშნავს, რომ ამ ღვინოებმა აიღო 90 ქულაზე მეტი. ეს ადასტურებს ჩელთის ღვინოების ხარისხს, რაც ხელსშეგვიწყობს, რომ არა მარტო გერმანიის ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ბაზარზე უფრო გაყიდვადი გახდეს ჩვენი პროდუქცია და გაიზარდოს სანდოობა“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.
მისი თქმით, 2024 წელი კომპანიისთვის წარმატებით დაიწყო და გაყიდვები ევროპის ბაზარზე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდტან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი.
უახლესი