28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, პირველ სამგზავრო რეისს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.
მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12 სიხშირით მოემსახურება.
დღეიდან ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, ავიასალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, 15 ივლისიდან – კი ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით Georgianwings.com
„ტურისტულ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ მიმართულებად ქვეყნის შიდა ფრენებზე გაეკეთებინა აქცენტი და მგზავრებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, სულ რაღაც 55 წუთიანი ფრენის ხანგრძლივობით ყოველდღიური რეისები შეეთავაზებინა“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მხოლოდ Georgian Wings-ი სთავაზობს მგზავრებს.
უახლესი
16 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე18 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა18 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს