ავიაკომპანია Georgian Airways-მა ნიცას მიმართულებით ავიარეისების განხორციელება დაიწო. კომპანია თბილისი-ნიცა-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს.
აღნიშნულ მარშრუტზე კი კომპანიამ პირველი რეგულარული რეისი დღეს შეასრულა, მომდევნო რეისი კი 8 აგვისტოსაა ჩანიშნული.
რუსული მედია აქტიურად წერს, რომ თბილისის გავლით, მოსკოვიდან ნიცაში მოხვედრა უკვე შესაძლებელია.
როგორც ავიაკომპანიის ვებგვერდზე, ბილეთების საძიებო სისტემიდან ირკვევა, 8 აგვისტოს თბილისი-ნიცას რეისზე ბილეთის ფასი 702 ლარიდანაა, ხოლო მოსკოვი ნიცას ტრანზიტური ბილეთის ფასი კი 2 207 ლარიდან.
აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-მა თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები მაისის მეორე ნახევრიდან განაახლა. შესაბამისად მოსკოვიდან, თბილისის გავლით, მოხვედრა შესაძლებელია იმ ევროპულ მიმართულებებზე, სადაც ავიაკომპანია ამ დროისათვის ოპერირებს: ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, მილანი, ლარნაკა, სალონიკი, თელ ავივი.
უახლესი
3 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი ფიფას პრეზიდენტს შეხვდა